შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გარდაცვლილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებამ უკვე გამოკითხა.
„მას ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. რა თქმა უნდა, დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, დღეს ოჯახი ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, ისედაც რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. რეალურად, გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ჭელიძემ.