Qartli.ge-ს ინფორმაციით ქარელი-ხაშურის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ენმ-დან ნატო ჩხეიძე იქნება. დღეს მან, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები გამართა.
ოფიციალური წარდგინება ჯერ არ ყოფილა, თუმცა Qartli.ge წერდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ამ ოლქში სწორედ ქალი იქნება.
შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში, პარლამენტის მოქმედი წევრი მოსახლეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ესაუბრა. გაერთიანებული ოპოზიცია, ,,ქარტრული ოცნების” კანდიდატს ბიზნესმენ ზაზა
დუგლაძეს, ბიზნესმენ ოქუაშვილის მეუღლეს დაუპირისპირებს.
კომენტარები