დავით გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებს განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ჩემი აზრით, ქართული მხარე საკმაოდ პრაგმატულ და დიპლომატიურ თამაშს თამაშობს, როდესაც სწორედ ახლა ააქტიურებს აზერბაიჯანთან დავით-გარეჯის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის თემას. დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ იცის, რომ დავით-გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია და ის საქართველოს ტერიტორიაზე იყო ისტორიულად. სამხრეთ კავკასიაში ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ბუნებრივია, მათთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო ძვირი და ფასეული უნდა იყოს, ვიდრე – საეჭვო პრეტენზიები რამდენიმე ათასი ჰექტარი ტერიტორიის გამო. მით უფრო, დღეს, როდესაც, ახლადმოპოვებული მასალების საფუძველზე, სავარაუდოდ, მტკიცდება ქართული მხარის სიმართლე ამ უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლის კუთვნილებასთან დაკავშირებით”, – წერს თევზაძე სოციალურ ქსელში.