დღეს არჩევნებს და ცესკო-ს ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ,,ყველაზე დიდი გამყალბებლების” სახელით არიან შესულები, -ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს და ცესკო-ს აკრიტიკებენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ,,ყველაზე დიდი გამყალბებლების” სახელით არიან შესულები(ხათუნა გოგორიშვილი, გურამ ჩალაგაშვილი, ლევან თარხნიშვილი). გაყალბებული ამომრჩეველთა სიების, ერთ მისამართზე რეგისტრირებული ათეულობით ,,უცნობი” ამომრჩევლების, არ არსებული კორპუსები და სახლების ავტორები, ბიომეტრიული მონაცემებით შედგენილ სიებს იწუნებენ.
ყალბი პირადობებით მიცემული ათეულათასობით ხმა, ტოტალურად გაყალბებული ოქმები, სრულად გაკონტროლებული საარჩევნო ადმინისტრაცია, მოსყიდული და დაშინებული კომისიის წევრები, უბნებიდან გაძევებული მედია, წარმომადგენლები და დამკვირვებლები – ეს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს ჩატარებული ყველა არჩევნების რეალური სურათი.
აღარაფერს დავწერ სრულად გაკონტროლებულ მედიაზე და ბიზნესზე. ნახეთ 2012-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების უმწვავესი ანგარიშები და შეფასებები. მესმის რომ ძალიან გულზე გხვდებათ 2012 წლის მერე ჩატარებული ყველა არჩევნების მაღალი შეფასება, მაგრამ უკან წარსულში არასდროს დავბრუნდებით. არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული”, – აცხადებს ბიჟაძე.