“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე თუ ოპოზიციას რაიმე პროტესტი გააჩნია, მათ დღე-ღამის განმავლობაში 20 საათი აქვთ იმისათვის, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული წერტილოვანი შეზღუდვები გააპროტესტონ.
ირაკლია კობახიძემ “ქართულის ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოპოზიციას პროტესტის შენარჩუნების რესურსი არ გააჩნია და რეალურად, მიზეზებს სხვაგან ეძებენ.
“მათ დღე-ღამის განმავლობაში აქვთ, თითქმის 20 საათი იმისათვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ, რომ გააპროტესტონ. მათ არ აქვთ რეალურად პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რაღაცეებში მიზეზებს ნუ ეძებენ – ეს არის ჩემი მოწოდება,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კომენტარები