დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ აქციაზე სიფრთხილით იმოქმედეს. ამის შესახებ კალაძემ გამართულ ბრიფინგზე გნაცახადა.
„მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს. გთხოვთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ხელისუფლების მტკიცებით, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.
აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.