საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლის სირცხვილის კორიდორში გატარების მომხრეა.
“იმ ამომრჩეველს რა ვუთხრა მართლა, ვინც თქვენნაირ გაიძვერასა და ვერაგ ქალს, ხმას მისცემს…
2011 წლის 26 მაისსს, ვინც სისხლში გაბანავათ, თქვენ და მთელი ერი, ახლა, იმ ხალხთან ზიხართ დღედაღამე და ცდილობთ, როგორ არიოთ ქვეყანა.. როგორც ამბობენ, ამღვრეულ წყალში, თევზის დაიჭერა ადვილიაო….
თქვენ, ერთი უთავმოყვარეო, ქედმაღალი, ამპარტავანი და კეკელკა დედაკაცი ხართ, რომელმაც ქართველ ხალხს თავი, გულცივობითა და უპრინციპობით დაამახსოვრეთ. თქვენ, ნინო ბურჯანაძემ, მე და ჩემნაირი წესიერი ხალხი, სირცხვილის კორიდორში, როგორ უნდა გაგვატაროთ?!… ჭკუით იყავით ქალბატონო ნინო, თორემ მაგ თვალებს, მე არა მაგრამ, ჩემზე მეტად გაბრაზებული და დაჩაგრული ადამიანები, მართლა დაგთხრიან…მერე, ილაპარაკეთ იქედნურად… ქართველ ხალხს, თქვენ და თქვენი სისხლიანი რეჟიმი, კარგა ხნის წინ უნდა გაეტარებია, სირცხვილის კორიდორში და დღეს, უმადური და ფულზე დახარბებული, გაცვეთილი პათოსით, მოლაპარაკების იმ მაგიდას არ მიუჯდებოდით, სადაც პოლიტიკურ გვამთა, ცოცხალი მორგია მოწყობილი და იქაც კი, ხმას არავინ გაღებინებთ და კაპიკიც არაა თქვენი ფასი… პირადად მე, ყველა ის კარგი სიტყვები, რაც ოდესმე თქვნზე დამიწერია, გაწონასწორებული და დინჯი პოლიტიკოსიათქო, უკან მიმაქვს და ამ უნებლიე ტენდენციურობისთვის, ბოდიშს ვუხდი ჩემს ერთგულ მკითხველს…
საბოლოოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუკი ქართველ ხალხს, ამ სულელთა ოპოზიციამ, მართლა ის აკადრა ქართველ ამომრჩეველს, რასაც წინასწარ “სირცხვილის კორიდორი” დაარქვეს და სინამდვილეში, პროვოკაციების კასკადია, აი მაშინ, ისე მოხერხებულად, მართლა ვერ გაიქცევით ქალბატონო ნინო, როგორც ეს 2011 წლის 26 მაისის გოლგოთის ღამეს მოახერხეთ და გამოგივიდათ… მახსენდება მაშინ გუბაზ სანიკიძე, რომელიც ქართველ ხალხს, ნახირს ეძახდა და უცებ, ეროვნული გმირი გახდა ხალხის თვალში, რადგანაც მაშინ, მან თქვენი მეუღლე, საზღვარს მიღმა მოხერხებულად გააპარა… ყველაფერი ვიცით, ქალბატონო ნინო, ყველაფერი გვახსოვს, აქედან, ვერ ამოშლით!..
საინტერესოა, ბოლოს როდის მოიკითხეთ, 26 მაისს მოკლულთა ოჯახები და საერთოდ, იცით კი, რას აკეთებენ, ანდა როგორ ცხოვრობენ?… აბა, სანდრო გირგვლიანის დედა, – ირინა ენუქიძე რომ ისე მოკვდა, ის უბედური დედა, რომ თქვენგან უბრალო სამძიმარსაც კი, სიცოცხლეში ვერ ეღირსა, არადა პარლამენტის თავმჯდომარე იყავით… ნეტავ რატომ? დიდი ალბათობით, იმიტომ რომ მხდალი და მშიშარა ხართ ქალბატონო ნინო… იმ დორბლიან გიჟს, თქვენ გაუბედავდით რომ, ადამიანურად მოქცეულიყავით?… მეტი საქმე არ გქონდათ, საკუთარი თავისთვის და თანამდებობისთვის, საფრთხე შეგექმნათ..ფულის გიჟის და მანიაკის სახელით, კი სარგებლობთ და კი ამართლებთ, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სახელს…ნეტა არ მინდა, ერთი გაბედოთ და ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოთ, თავად შერცხვენილებო, ბინძურებო და არასანდო ადამიანებო. პოლიტიკოსები არა კვახი, თქვენ ხართ ვაჭრები და ევაჭრებით ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ გაკოტრებულ და ბნელ ძალებში, აგრესიულ და საშიშ დაჯგუფებაში, ის კაცი, ფულს არ ჩადებს და ეს, რით ვერ გაიგეთ? იცის კარგად რომ, დაკარგულია, თქვენში ჩადებული ფული და ასევე, დანაშაულია უბრალოდ, თქვენნაირი ექსტრემისტების დაფინანსება….
– 0,1%-იანი ნინო ბურჯანაძე და ძმანნი მისნი, ვერასდროს მოაწყობთ სირცხვილის კორიდორს, იმიტომ რომ, თავად ხართ სამარცხვინოები, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!
პ. ს. ისე, ამხელა ქალი, გაცივებული და კორონიანი, თუ არ ივლით მიტინგზე და არ დაწამლავთ მთელს ერს, მართლა კარგი იქნება… როგორც ვიცი, არც ცხვირის მოხოცვაა პირბადით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო…ესეც გაითვალისწინეთ ქალბატონო ნინო!..
“ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერე”. /პ.კაკაბაძე/სირცხვილის კორიდორი, ჯერ თქვენს თავს გაუკეთეთ…-წერს ლიპარტელიანი.