საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლების განაცხადებს, მათთვის მანდატების გაუქმების შესახებ.
„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არ ვუწყვეტთ უფლებამოსილებას და ყველაფრის ფასად გვინდა, რომ ეს ბავშვების ციხეში ჩამყრელები, გამაუპატიურებლები, თავისუფლებააღკვეთილი პირების დამრჩაგვრელები, ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია კიდევ უფრო დააპატარავეს და დალის ხეობა ჩააბარეს რუს ოკუპანტს და არა მხოლოდ, ყველაფრის ფასად გავხადოთ დეპუტატები. უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ სტრატეგიულ მაღლობზე, თხემზე ატარებდნენ ქვეყნის საზღვარს და თმობდნენ დავით გარეჯს ეს ადამიანები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.