საქართველოში ჩატარდა არჩევნები, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ქართველი ამომრჩეველი, მექნებოდა მოლოდინი, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგებოდა. ამიტომ, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, რომ პარლამენტში შევიდეს, აიღონ მანდატები და საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა „TV პირველთან“ საუბრისას.
„ჩვენ არ გვჭირდება ვადამდელი არჩევნები საქართველოში. საქართველოს მოსახლეობა ელის პარლამენტში მუშაობის დაწყებას. კომპრომისებია საჭირო. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური დებატების კულტურა ცივილიზებული იქნება. არ შეიძლება თავდასხმა ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე დიპლომატზე, ჩვენს ელჩზე, კარლ ჰარცელზე და ამისთვის, ახსნა-განმარტება გვჭირდება. რიგგარეშე არჩევნების მკაცრად წინააღმდეგი ვარ. იგივე შედეგები რომ მივიღოთ? რატომ არ უნდა დავიწყოთ მუშაობა ახლა? ორი წელი რას ველოდოთ?“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოში, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთან ჰქონდა კონტაქტი.
„ისინი გვიგზავნიან საკუთარ შეფასებებს, შიდა ვიდეოზარები გვაქვს. ბევრი მათგანი მზად არ იყო კომპრომისზე წასასვლელად. ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ელის საკუთარი რჩეულების პარლამენტში ხილვას. ეს ჩანს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაშიც. მათთვის, ოპოზიციისთვის, ეს უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე – ჩემი რჩევა ბრიუსელიდან“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.