მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა დიპლომატების, სტრატეგიული პარტნიორებისა და ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეც თავად არის, აჩვენებს, რომ ალბათ, დეგრადაციის გზაზე კიდევ რაღაც ფსკერია და ეს ადამიანი იმ ფსკერს გასცდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას შესაბამისი რეაქცია ექნება.
„სავარაუდოდ, ამ ყველაფერზე უკრაინის ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს და ამას დაველოდებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
კომენტარები