დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტია „ევროპული საქართველოში“ მიმდინარე ცვლილებების საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. ამის შესახებ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე როტაციის პროცესი. ამ პარტიას რა რეიტინგიც აქვს საზოგადოებაში, ზუსტად ასეთივე ინტერესით მოეკიდება საზოგადოება ამ პარტიაში მიმდინარე როტაციულ პროცესებს“, – განცხადა დავით მათიკაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.
კომენტარები