როგორ განვითარდება მოვლენები ბატონ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ეს დამოკიდებულია მხოლოდ მასზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ მელია კანონის მოთხოვნებს შეასრულებს და საქმე „რადიკალურ გადაწყვეტილებამდე“ არ მივა.
„მე მაინც მრჩება იმედი, რომ ის დაიცავს კანონს და შეასრულებს კანონის მოთხოვნებს. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ერთადერთი, რომელიც იქნება მიღებული, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება კანონიერი და სამართლიანი, სხვა არჩევანი და პოლიტიკური შემადგენლები გვერდზე უნდა გადავდოთ. იყო მოსაზრებები, რომ არავინ მიიღოს გადაწყვეტილება – არც სასამართლომ, არც პარლამენტმა, რომელიც დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას, რეალობა ასეთია, რომ პარლამენტმაც და სასამართლომაც უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა. კონკრეტულად, რაში იქნება გამოხატილი ეს ნაბიჯები, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა, ხაზს ვუსვამ, იმედს ვიტოვებ, რომ არ მივა რადიკალურ გადაწყვეტილებამდე საქმე“, – განაცხადა სერგეენკომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.