სოციალურ ქსელში “აფხაზეთის ხმის” ხელმძღვანელ ლაშა ბერულავას და “ტაბულას” დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის მწვავე დისკუსია გაიმართა.
ლაშა ბერულავას სტატუსს სოციალურ ქსელში “მიშას რიტორიკამ “ჩამოვდივარ!” ქოცები დარაზმა და მერყევები დააშინაო. კაი, ბატონო. არის ამაში ლოგიკა.
მაგრამ იმავე რიტორიკამ რამდენი მომხრე დარაზმა, ვინც ენმ-ს მიშას გამო უჭერს მხარს, ეგ დაითვალა ვინმემ?
ცხვარი დაკლეს – მე წამაკლეს, ღორი დაკლეს – მე წამაკლესო, ქათამმა რომ თქვა, ისეა მიშას საქმე ” თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი მოჰყვა:
“და სად არის მიშა? ჩამოვიდა? რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა?
რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა ქოცების დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია – ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში – გაზომილია). მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1 პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა.
და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ “გადაგვაგდო”.
რატომ?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისი თქმით, სააკაშვილმა იმ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას უჭერენ მხარს, ვიღაც გიჟები მიუქსია:
გინდა კაცურად ახსენი, გინდა ქუჩურად, გინდა ქალურად, გინდა კოლეგიალურად … რამენაირად ახსენი.და მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს.
მიშას ჩამოსვლა რაზეა დამოკიდებული? ბილეთის აღებაზე არა? თუ არ აპირებ გვირაბის გამოთხრას, რას გვატყუებ? მითმეტეს როცა გიხსნით, რომ ხელს გვიშლის გამარჯვებაში?
ჰოდა თუ ეგეთი მაგრები ხართ რომ ქუჩაში გავარდნა რევოლუციები გინდათ, ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის სახეში შეფურთხების ფასად გადით – არავინ გიშლით, ვინც გინდათ დაიყენეთ წინ და გაყევით.
მაგრამ ახლა ეგ თემაც არაა – ალბათ იმ ძალიან ცოტა ადამიანს შორის ვარ, ვინც მას კარგად იცნობს და უკან დაიხევს. ხომ გვლანძღეთ? – ძალიან ლამაზად დაინახავთ, რომ მიშა მხარს დაუჭერს მეორე ტურებში მონაწილეობასაც და პარლამენტში შესვლასაც. ოთხი წელია არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ ჩამოვალ ჩამოვალ – არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ რომ ის ასე თვლის – დადგეს და დავთვალოთ ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე. თუ ასე თავხედობთ და დატოლებაზე წავიდა საქმე. მარტივია. ჩამოვიდეს და დადგეს მიშა მეგი გოცირიძესთან, ნანა ჟორჟოლიანთან და ელისო კილაძესთან ერთად და შეუტიოს.
ჩვენ ხომ მოღალატე ნულები ვართ მის გარეშე.
შევხედოთ.”