ნინო ბურჯანაძე “თავისუფალი დემოკრატების” მიერ, დაანონსებულ აქციებს ეხმაურება.
“კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩნდება ხოლმე, მაგრამ რაც შეეხება აქციების დაანონსებას, როგორც ჩანს, ამჯერად ჩვენ ხარისხიანი ქართველების აქციებს ვიხილავთ. როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა მხარში დგომა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ყველას უხარისხო ქართველები გვიწოდეს. ასე რომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ადამიანები სიმართლისთვის იბრძვიან, თუნდაც შენ იმ ადამიანების მიმართ რაღაც პრეტენზიები გქონდეს“-განაცხდა ბურჯანაძემ.
კომენტარები