პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს მიმართავს.
“ნურავის დააბრალებთ იმას, რომ კრიმინალური დაჯგუფება კოდური სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობა” 27 ნაძირალათი შეძვრა პარლამენტში, საქართველოს გასანადგურებლად!
ეს მხოლოდ თქვენი ბრალია!
ვინ ხართ, რა ჯიშის ხართ, ვინ გაგაჩინათ, ან საიდან მოხვედით?!
არ ვაპირებდი საერთოდ პოლიტიკაზე ხმის ამოღებას, მაგრამ მაიძულეთ:
დიახ, თქვენ მოკალით გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, თქვენ, ვინც ამ არჩევნებში ხმა მიეცით ფაშისტებს და ისინიც, ვინც არ წახვედით საარჩევნო უბნებზე! ემიგრანტებს არ ვგულისხმობ! იმათ ეხება, თბილისში… საქართველოში რომ იყვნენ დივანზე წამოწოლილები და ტელვიზორში რომ უყურებდნენ სეირს!
თქვენ ხელმეორედ მოკალით ირინა ენუქიძე და ამოწყვიტეთ აფრასიძეების ოჯახი! თქვენ აწამეთ ათასობით პოლიტპატიმარი და დაკარგეთ საქართველოს ნაწილი!
მე მრცხვენია, რომ თქვენც და მეც ქართველებად ვიწოდებით! თქვენ, ამ ჯალათების მხარდამჭერები, პატრიარქზეც აღმართავთ ხელს “გაუკრაინელებულმა ნაძირალამ” რომ გიბრძანოთ!
თქვენ კეთროვანებზე საშიშნი ხართ და თქვენი ადგილი მხოლოდ კოცონზე და ჯოჯოხეთშია!
უფალო, მაპატიე, რომ განვსაჯე!” – აცხადებს ჭეიშვილი.