ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი გახდა. ნობელის კომიტეტმა საპატიო ჯილდო მუსიკოსს “ამერიკული სიმღერის დიდი ტრადიციების გაგრძელებისთვის” გადასცა.
ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი და კინომსახიობი ბობ დილანი (ნამდვილი სახელი რობერტ ალენ ციმერმანი) 1941 წლის 24 მაისს მინესოტას შტატში დაიბადა. ის ბოლო 50 წლის განმავლობაში როკ-მუსიკაში გავლენიან ფიგურად რჩება. ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვით, ბობ დილანი, “ბითლზის” შემდეგ, მუსიკის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე შემსრულებელია.
ბობ დილანი “გრემის” ცხრა ჯილდოს მფლობელია.
ნობელის კომიტეტი ჯილდოს სახით მუსიკოსს ოქროს მედალსა და 934 ათას დოლარს გადასცემს.
კომენტარები