სირიელმა ლტოლვილმა, რომელიც ბერლინის აეროპორტზე თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი, ლეიფციგისციხეში თავი მოიკლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, 22 წლის ჯაბერ ალ-ბაკრმა შიმშილობა გამოაცხადა და მას 24-საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება.
ალ-ბაკრი ლეიფციგში ორშაბათს დააკავეს. მანამდე ორი დღით ადრე პოლიციამ მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.
ალ-ბაკრი გერმანიაში სირიელ დევნილებთან ერთად მიმდინარე წლის თებერვალში ჩავიდა. მოგვიანებით მან ქვეყანაში ოფიციალური თავშესაფარი მიიღო.
კომენტარები