საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:
„ ჩემო თანამოქალაქენნო, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოებაში.
თუმცა , ის რაც მოხდა მარნეულში, კერძოდ, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის , რაც ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო პროვოცირებული, რათა დესტაბილიზაცია მოეხდინათ მთელ რეგიონში,რაც წინასწარი დაგეგმილი ქონდათ იმ უბნებში სადაც ქართულ ოცნების კანდიდატი იმარჯვებდა დიდი უპირატესობით არის სამწუხარო ფაქტი. ამიტომაც არჩეული იყო ეს უბანი სადაც უნდა დაეწყოთ პროვოცირება აქციის მონაწილეთა შორის.
სამწუხაროდ, მათ შორის იყო პატარ პატარა ბავშვებიც და ახლაგაზრდებიც . არ არის გამორიცხული წინასწარი გარიგებით და შეთანხმებით მოხდა ეს პროვოკაციები . ამ აქციის შედეგად დაზარალდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები , რითაც უხეშად იქნა კანონი დარღვეული. მე მივმართავ , დედებს და მამებს, იმ ახალგაზრდებს , რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილნი. თავი შეიკავონ ამ არეულობისგან და ყოველგვარი ძალადობისგან.
მე არ მინდა ჩემი აზერბაიჯანელი ერის სახელი გაჟღერდეს საერთაშორისო საზოგადოებაში,როგორც დესტაბილიზაციის მომწყობი ხალხის. გთხოვთ, თავი შეიკავოთ, ყველანაირი პროვოკაციული ქმედებისგან. მივმართავ, ნაციონალური მოძრაობის ე.წ ლიდერებს გაიხსენეთ წარსული, თქვენი ქმედებები, თქვენი ძალადობები და თქვენი ფალსიფიცირებული არჩევნები, რომელიც ტარდებოდა ქვემო ქართლში. ვერ ეგუებით კრესლოს გარეშე ყოფნას. შეეჩვიეთ, რომ თქვენი მომავალი სანაგვეშია.
კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით მთელ ჩემს თანამოქალაქე აზერბაიჯანელებს, ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა უკანონობის და პროვოკაციების წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ თავისუფალ სახელმწიფოს, ამ მშენებლობაში ჩვენ აზერბაიჯანელებსაც დიდი წვილილი გვაქვს და მიგვიძღვის. ამიტომაც ყველას ერთხმად მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სტაბილურობისკენ”, ნათქვამია განცხადებაში.