რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ყაბარდო-ბალყარეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოკლულია დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი და მისი ორი მოკავშირე. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიკვიდირებული მებრძოლები დაკავშირებულები იყვნენ სამართალდამცველების მკვლელობებთან.
9 ოქტომბერს ქალაქ პროხლადნიში უცნობ პირთა ჯგუფმა საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი სამართალდამცველი. სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, პოლიციამ კონტრტერორისტული ოპერაციის ზონაში მსუბუქი ავტომობილის გაჩერება სცადა, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს.
კომენტარები