საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
საქართველოში დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.
საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მთავრობის სხვა წევრებიც.
კომენტარები