უბედური შემთხვევა თბილისში. არასრულწლოვანი გოგონა მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩაზე მოხდა.
„კვირას“ ინფორმაციით, გოგონა 16 წლამდე ასაკისაა და ის სტუმრად მამიდასთან იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გოგონას ფეხი აქვს მოტეხილი. ის იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები