ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ გიორგი ფხაკაძის შესახებ წერს.
“ჩემი მეუღლე დიდოსტატია ცოტა გიჟური ონლაინების მოპოვების!! ახლა მანახა ვიღაც კიოდა საზღვარგარეთიდან: “ორი წელია გეუბნებით, რომ დაიხოცებით ყველა კორონათი და რატომ არ გჯერათ!!? (რატომღაც, მომეჩვენა, რომ ამ დროს ცოტა კმაყოფილი სახეც ჰქონდა🙂), არ შველის ამას ეს ვაქცინები! კი ბატონო, ჯერ გადარჩით ჩინურ კორონას, მაგრამ ახლა ინდურის იმედი მაქ.. კი არა და, ახლა გაფრთხილებთ, ინდული კორონა მოგკლავთ! ვერ გადარჩებით! განსაკუთრებით ახალგაზრდა ბავშვები (ძველგაზრდა ბავშვებს შანსი დაუტოვა)!”
ძალიან შევშინდი… ახლა უცხოეთში მოღვაწეობს კაცი და ტყუილს ხომ არ იკადრებს! ცოტა იმან დამამშვიდა, რომ თქვა: “გაიხსენეთ ვინა ვარ, ან დაგუგლეთ ბოლოს და ბოლოს, ან დიდი საბჭოთა ენციკლოპედია გადაშალეთ, ან გეომეტრიის სახელმძღვანელო!..” დავფიქრდი, თავს ძალა დავატანე და ვერაფრით ვერ გავიხსენე, რომ ამ კაცის გვარი დაკავშირებული ყოფილიყო ყვავილის, ებოლის ეპიდემიის ლიკვიდაციასთან. ის კი არა, მალარიის გადამტანი კოღოც არ გაუჭყლეტია ფოთში.. გეომეტრიის სახელმძღვანელოდანაც პითაგორა მიღიმოდა…ცოტა ამოვისუნთქე და ოოოდნავ გადაჭარბებული მეჩვენა მისი პიროვნებბის სიდიადე და უკვდავება. აქედან გამომდინარე- მისი აზრებიც.
მაგრამ მაინც, ძალიან გთხოვთ! თუ მე დამემართა კოვიდ-19, არ გააგებინოთ- ძალიან მიაქვს ყველაფერი გულთან და მერიდება! მით უფრო, თუ გადამიყოლა ამ ვირუსმა, უთხარით რომ ავარიაში მოვყევი, ოღონდ არაფრით არ უთხრათ რომ საქალაქთაშორისო, ან საზოგადო ტრანსპორტში- მაგაზეც ამიხირდება, “ხო ვიძახდი არ იაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ გახვიდეთ ქალაქიდანო!”… უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებთ. პანდემიაზე მეტად უკვე ამ კაცის შეწუხებას და ყვირილს ვერიდები..”