თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.
როგორც დეკანოზმა დავითმა (ისაკაძე) განაცხადა, მათთვის მიწების გასხვისება მიუღებელია.
„ჩვენ გამოვხატავთ გულისტიკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ქართული მიწის გასხვისება. ჩვენი თვალსაზრისით, ქართული მიწის გასხვისება არც ქართულ კომპანიაზე და მით უმეტეს, უცხოურ კომპანიაზე, არ შეიძლება, დაუშვებელია. ქართული მიწა უნდა ეკუთვნოდეს ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ეს არის მიზეზი ჩვენი აქ მოსვლის და აქციის ორგანიზატორების თანადგომის გამოხატვის. ასი წლით უცხოურ კომპანიაზე ქართული მიწის გასხვისება ნიშნავს იმას, რომ ეს მიწა უკვე მათ საკუთრებაშია. მით უმეტეს, რომ საუბარია არა ათას კვადრატულზე, არამედ საუბარია 600 ჰექტარზე მეტი მიწის გასხისებაზე“, – აცხადებს დეკანოზი დავითი (ისაკაძე).