ვფიქრობ, დიალოგი, დისკუსია, საგნობრივი განხილვა ყველა იმ საკითხისა, რომელიც აწუხებს მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფს, არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება მოხდეს არსებული ვითარების დეესკალაცია. ვფიქრობთ და ვთვლით, რომ ყველა მხარე უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან ამაზე არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, არაერთი ქართველი ექსპერტი არის ჩართული იმ დოკუმენტაციის განხილვაზე, რომელიც უხვად არის წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან.
„59 სხვადასხვა დასკვნა გადავეცით როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე იმ პლატფორმას, სადაც ეს განხილვები მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით შედეგებს და მზაობას გამოვთქვამთ, როგორც დისკუსიაში, აგრეთვე უკვე განხილვისას პროცესში ჩავერთოთ, ყველა კითხვა პასუხი გავცეთ, რათა არსებული ვითარების დეესკალაცია მოხდეს. გარდა მოლაპარაკებისა, საუბრისა და მშვიდობიან, საქმიან რეჟიმში საკითხების განხილვისა ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.