გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილებმა დღევანდელი ღონისძიებები შეაფასეს. მარიამ დაბომ აღნიშნა, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან გენერლის გამოსვენება ძალიან ამაღელვებელი იყო.
„ვიცოდი, რომ გრანდიოზული ცერემონია იქნებოდა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. შთამბეჭდავი იყო ყველა ელემენტი – სიტყვით გამოსვლები, სამხედროები. სამების საკათედრო ტაძარში გამოსვენების ცერემონია ძალიან ამაღელვებელი იყო თავისი სიმღერებით. ის (გიორგი კვინიტაძე) აქ სიმშვიდეში განისვენებს. ქართველი ერისთვის ეს შთამაგონებელი იქნება, რადგან ის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა 1918-1921 წლებში. ეს მისთვის ახდენილი ოცნებაა“, – განაცხადა მარიამ დაბომ.
თავის მხრივ, მერაბ ოდიშელიძემ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობამ, რომელმაც ყველაფერს განსაკუთრებული ორგანიზება გაუკეთა. რა თქმა უნდა, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გამორჩეული იქნებოდა ეს დღე. ვულოცავ და გულითად მადლობას ვუხდი საქართველოს“, – აღნიშნა ოდიშელიძემ.