ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საინჟინრო უზრუნველყოფაა. გადაამზადებენ ქართველ სპეციალისტებსაც.
ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის გაფორმდა.
კომენტარები