ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე მისი ახლობლები ავრცელებენ.
“ჩვენი ირა ბოკუჩავა გარდაიცვალა. ჩვენი თაობის უკარგესი, უნიჭიერესი რეჟისორი, სცენარისტი, ჟურნალისტი. სოხუმიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ომიდან. იმდენი გაჭირვება გავიარეთ, სიტყვა ვერ დაიტევს. სასახელო გოგო დავკარგეთ.”-წერს ირმა ინაშვილი.
”ექსკლუზივ ნიუსის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო.
კომენტარები