ხონის კულტურის ცენტრი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ალექსანდრე აკობიძის შესახებ წერს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.
“🕯ნახვამდის, მეგობარო!🕯
წავიდა ჩვენგან და თავისი საყვარელი ხონიდან იმიერში გადასახლდა კულტურული და რაფინირებული, ხელოვნების დამფასებელი და ნიჭიერი კაცი ალექსანდრე (ალიკო) აკობიძე.
🕯წავიდა კაცი, რომელიც ბევრ საიმედოს პირდებოდა ქალაქს…
🕯წავიდა სამი ვაჟკაცი მამა, რომელთაც ყველაზე მეტად ახლა სჭირდებოდათ ალექსანდრესნაირი მშობელი და მეგობარი, დამრიგებელი და მასწავლებელი, თუმცა გვჯერა, რომ მამის გენები მათში აუცილებლად სასიკეთოდ ასაუბრდებიან…
🕯ვწუხვართ ქალაქში…
🕯ვწუხვართ და კულტურის ცენტრში ცრემლით ვსაუბრობთ ადრე წასული კაცის შესახებ…
🕯ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ ალექსანდრე აკობიძის გარდაცვალებას ოჯახს და ხონელ საზოგადოებას…
🕯კიდევ მრავალ თაობას ემახსოვრებით, ალექსანდრე!
🕯ნახვამდის, მეგობარო…” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე იაკობიძის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.