საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 739-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 986 პირს დაუდასტურდა, 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 28 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 071 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.
კომენტარები