ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2016 წლის მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გარდა, საქართველოზეც არის საუბარი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს.
„ზოგიერთ ქვეყანაში, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო, ბევრად უფრო ნაკლები გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი. რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია, დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის დისბალანსის კუთხით. რეგიონის ყველა ქვეყანაში მამაკაცებზე ბევრად უფრო ნაკლები ქალია ჩართული შრომით საქმიანობაში. მოზარდი გოგონები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ჰუმანიტარული კრიზისის დროს, თუმცა მათი საჭიროებები და დაუცველობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელი 2008-2012 წლებში 111.8 აღწევდა (ბიოლოგიური ნორმა: 105-106); არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) წარმოადგენს განვითარების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სააგენტოს, მისი მიზანია ყოველი ორსულობა იყოს სასურველი, ყოველი მშობიარობა – უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდამ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა“,- აღნიშნულია ანგარიშში.
გაეროს ფონდის ანგარიში: ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 9% – გოგოს
2016/10/20 12:05:48
კომენტარები
ნანახია: 1782 ჯერ