აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ჯარიმებისა და ტარიფების მუქარის მიუხედავად, ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, – წერს The New York Times-ი ინდოეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით.
წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკა არ შეცვლილა და მთავრობას ნავთობის კომპანიებისთვის რუსეთიდან იმპორტის შემცირების შესახებ არანაირი მითითება არ მიუცია.
მანამდე ტრამპმა თქვა, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ იყიდის.
14 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ მეორედ 100%-იან ტარიფს დააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა. მოგვიანებით მან ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა. თეთრ სახლში დააზუსტეს, რომ ტრამპი რუსული ნავთობის მყიდველებს გულისხმობდა.
ორი კვირის შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1 აგვისტოდან აშშ ინდოეთს რუსეთისგან სამხედრო ტექნიკისა და ენერგომატარებლების შეძენის გამო ჯარიმას უწესებს.
