დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ ანუ იქ, სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გასაგებია, სოფელში ან ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ მოგთხოვთ პიბადის გაკეთებას, მაგრამ იქ თუ ხართ მასობრივი შეკრების ადგილას, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა იხმაროთ. სანაპიროზე, თუ ზღვაში ბანაობთ, პირბადეს ალბათ არავინ მოგთხოვთ, მაგრამ სანაპიროზე თუ დადიხართ, ბულვარში, ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები