ნაძალადევის რაიონში საგაზაფხულო რგვები დასრულდა. რაიონის მასშტაბით, 6 მისამართზე სხვადასხვა სახეობის 166 ძირი ბუჩქი დაირგო: ფოტინია, ლოროპეტალუმი, იაპონური კვიდო, კოწახური, ინდური კუნელი, გრაკლა, ნანდინა.
ნერგების ძირითადი ნაწილი ცოტნე დადიანის ქუჩა N34-ის მიმდებარედ გამწვანებულ თარგებში დაირგო.
აღნიშნული გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 49 300 ლარი გამოყო. მწვანე ნარგავების მორწყვასა და მოვლა-პატრონობას სამუშაოების შემსრულებელი კომპანია უზრუნველყოფს.
კომენტარები