ასეთი რაღაცა თავში როგორ მოგვივიდოდა, რომ ხალხი სახლში არ შეგვეშვა და რიონი მილში ჩაგვეშვა?! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ერთი წუთი წარმოიდგინეთ თქვენი ხელისუფლების პირობებში რკინის კედელი იმერეთის რეგიონში რომ ჩაგეყენებინათ, კერძოდ რიონის ხეობაში. რა მოხდებოდა მაშინ და რა პოზიცია ექნებოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მაშინ რომ ოპოზიციაში იყო? – რასაც მიხეილ სააკაშვილი ასე პასუხობს:
“ჯერ ერთი შეუძლებელია ასე ჩაგვეყენებინა. ხალხს სახლში არ უშვებენ, იმის გამო, რომ კერძო პირის ინტერესები დაიცვან. ასეთი რამე როგორ მოგვივიდოდა თავში?! ისევე როგორც თავში არავის მოუვიდოდა რიონის მილში ჩაშვება. ჩემთვის საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული წმინდათა წმინდაა. ამათგან განსხვავებით მოვლილი მაქვს. ყველაფერი მიყვარს წარმოუდგენლად. ქუთაისში დამეყენებინა ჯებირი, რომელიც ქუთაისს წალეკავდა, მართლა მაზოხისტი უნდა ვყოფილიყავი ეგეთი რამე რომ გამეკეთებინა, იმხელა ენერგია ჩავანთხიე ქუთაისში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.