მეუფე სპირიდონის ვაჟი ოთო აბულაძე ნინოწმინდის პანსიონატის ირგვლივ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. „რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს“.
სადაც არის ტყუილი და ცილისწამება, იქ არაა სიმართლე! იქ სადაც არაა სიმართლე, ადგილი არ აქვს სიყვარულს, იქ სადაც არაა სიყვარული, არაა ღმერთი, იქ სადაც არაა ღმერთი, არის ბოროტი!
ბოროტთან სიკეთეს, სიყვარულს და ჩვენს მაცხოვარს წილი არა აქვს! ვინც ბოროტთან კომპრომისზე მიდის ის დამარცხებისთვისაა განწირული!“, – ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.
კომენტარები