ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში სოფიო ხორგუანს პასუხობს.
“Sofia Khorguani – შენ მე არ მიცნობ, პირადად არასოდეს შეგხვედრივარ, ნაკლებად მაინტერესებს შენი ბიოგრაფიაც და მომავალი გეგემები – ქალს პრეტენზია და სერიოზული ამბიციები გაქვს და ასე როგორ დაეშვი ფსკერზე
▪️არ გებრძვი და ზოგადად არ მაინტერესებს არაფერი შენი – არც გიპასუხებდი, მაგრამ ძალიან ბევრმა მეგობარმა.დამირეკა გაოგნებულებმა, აი იმ ხალხმა ვინც მედიას და საზოგადოებას წარმოადგენს, ხალხმა რომლების აქ სოციალურ სივრცეში გავიცანი
▪️გახარიას გადამკიდე მთლად ჭორიკანა დედაკაცად ნუ იქცევი – ჩემს წარსულში ქექვას საკუთარს მიხედე – ნუ იტყვით ჩემზე ტყუილს, თორე მე ვიტყვი სიმართლეს!!
P:S – ცნობისთვის მე ჟურნალისტი ვარ და 30 წელია დაახლოებით მედიასფეროში ჩემი ადგილი მაქვს – 2003 წელს შევხვდი მერაბიშვილს და შეხვედრის მიზანი იყო ინტერვიუ, ჩემთან ერთად იყო ფოტოგრაფიც – ეს იყო და ეს!!!!
▪️პრინციპში არ მიკვირს გახარიას გარშემო ის ხალხი ხართ ვისთვისაც ადამიანის უფლებების ღირებულებას, ღირსებას და პატივისცემას ადგილი არ აქვს!!! – ამიტომაც ხართ საკუთარი თავის პრობლემა!!!”-წერს არველაძე.