საქართველოში, ნინოწმინდასთან 11 წუთის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, პირველი ბიძგი თბილისის დროით, 20:04 საათზე, ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23 კმ-ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, მაგნიტუდით, 3.1 (ML).
მეორე მიწისძვრა კი 20: 15 საათზე დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 20:15 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები