ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ძალიან მძიმე თვე გვქონდა, თინუსა გვყავდა ავად გართულებული პლევრიტით. დღეს გამოგვყავს საავადმყოფოდან. უზომოდ მადლიერი ვარ იაშვილის კლინიკის უმაგრესი პროფესიონალების, ბატონი ვანიკო ჩხაიძის, ლევან ხარაშვილის, ირმა კაკაურიძის, რეანიმაციის პერსონალის, ყველა ექთნის, ყველა მორიგე ექიმის, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცი, ბევრნი არიან, მაგრამ მთავარი ვიცი, რომ უკლებლივ ყველა უმაგრესები და საიმედოები არიან. პროფესიონალიზმი მხოლოდ ის არაა, როცა არ აკლებენ იმას, რაც საჭიროა, ისიცაა, როცა არ უკეთებენ იმას, რაც საჭირო არაა. ბედნიერებაა, რომ ჩვენ ასეთი ექიმები გვყავს და დიდი იმედი მაქვს, აღარასდროს დაგვჭირდება, მაგრამ უკვე ვიცი, სად უნდა გავქანდე გაჭირვების შემთხვევაში. “
კომენტარები