ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მიტროპოლიტის თქმით, ის შეთანხმების მიხედვით იმოქმედებს, რომელიც გულისხმობს პანსიონის გარდაქმნას “ევოლუციურად და არა რევოლუციურად”.
“პატრიარქის გადაწყვეტილებაა, მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე. დარჩებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. აქ ძალადობით არც არავის არ ტოვებენ. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირიც და UNICEF-იც ეთანხმება – ეს გარდაქმნა მოვახდინოთ ევოლუციურად და არა რევოლუციურად.
სრული ნდობა აქვთ სოციალურ მუშაკებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ზედმეტი აჟიოტაჟი არავისთვის საჭირო არ არის. კარგი გაგიღეთ, ღიაა [ჟურნალისტებისთვის] მე როცა ვიქნები და როცა საჭირო იქნება”. – თქვა მეუფე იაკობმა.