ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი, რომელიც დღეს დილით გარდაიცავალა სოციალურ ქსელში წერდა:
“ჩამოვედით სტამბულში საბრძოლო განწყობით და საბოლოო გამოჯანმრთელების იმედით.. მალე საღ-სალამათი დაგიბრინდებით..” – წერდა კობა ალხაზაშვილი.
შეგახსენებთ, კობა ალხაზაშვილს სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე ნახევარი წლის წინ დაუდგინდა. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.
რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
კომენტარები