ლევან ვასაძის დაფუძნებული ორგანიზაცია „ერთობა, რაობა, იმედი” მისი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას აქვეყნებს.
„მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება”, – აცხადებს „ერი”.
„ერთობა, რაობა, იმედი” „ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს”.
ლევან ვასაძე საქართველოში ანტი-ლგბტმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. თბილისში ლგბტქ „ღირსების მარშის“ დაანონსებიდან მალე ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად და „გარყვნილების პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მისაღებად.