ურეკში სასტუმროში “4 ვილა” ხანძარია. ცეცხლი სამსართულიანი სასტუმროს მესამე სართულს გაუჩნდა და მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულია ურეკის, შეკვეთილის და ოზურგეთის სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.
დასახმარებლად დამატებითი ბრიგადები ქობულეთიდან და ფოთიდან გამოიძახეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები