ტყუილია, თითქოს ქალთა 20%-ანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკრებულოებში იცვლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ის კვოტა, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“ 20%-იანი უზრუნველყოფა მინიმალური სტანდარტი საკრებულოებში წარმომადგენლობის რჩება, არაფერი იცვლება. ასე, რომ ტყუილია, რომ რამე უარესდება. ამიტომ, ამ პუნქტიდან გამომდინარე ნუ იტყვით უარს, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები