ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის X კვ. N36ა კორპუსის მიმდებარედ 1 200 კვ.მ ფართობზე დენდროლოგიური სამუშაოები შესრულდა და სარწყავი სისტემა მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, 266 ძირი ხე-მცენარე დაირგო – 220 ტუია, 35 ირმის რქა და 11 ნეკერჩხალი. აგრეთვე, მულჩირების სამუშაოები განხორციელდა. ტერიტორიაზე მოწყობილია დამცავი მოაჯირი.
აღნიშნულ მისამართზე შესრულებული გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 58 873 ლარი გამოყო.
კომენტარები