მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კლინიკის შესახებ წერს.
მისი თქმით, დედამისს ანალიზები არასწორად ჩაუტარეს, რის შემდეგაც დანიშნულების შესაბამისი წამლის დალევის გამო ცუდად გახდა და სისხლდენა დაეწყო.
„მოკლედ ისეთი გამწარებული ვარ არ ვიცი რა გავაკეთო.
სამი დღის წინ დედაჩემს ავუღე დედიმერის ანალიზი ჯოენის კლინიკაში და მოვიდა პასუხი რომ აქვს სამჯერ მაღალი ამიტომ მკურნალმა ექიმმა შესაბამისად დანიშნა ქსარელტო.
დავალევინე და საღამოს აუტყდა სისხლდენა ექიმმა იეჭვა და სასწრაფოდ ისევ აიღეთ იგივე ანალიზიო და ქალს ნორმაში აქვს თურმე და მიკლავდნენ ასე უნამუსოდ აიი სად ვცხოვრობთ ჩვენ”, – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.
კომენტარები