თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობს, რეალურად კი ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება და ინერგება მაღალი სტანდარტები.
„გასულ წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში სხვადასხვა მიზეზით 50-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა. ჩვენ ამის საპირისპიროდ დავიწყეთ 7 ახალი ბაღის მშენებლობა, აღვადგინეთ დახურული საბავშვო ბაღების ნაწილი და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მოქმედ ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად შევძელით დამატებითი ჯგუფების გახსნა, რაც დაახლოებით 10 საბავშვო ბაღის ტოლფასია. დავასაქმეთ 800-მდე ადამიანი, ბაღის თანამშრომელთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გავზარდეთ; მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება გახდა უფასო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღები გახდა უფასო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ვიწყებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანია – ჩვენი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღები გახდა უფასო
2016/05/17 14:49:18
ნანახია: 1655 ჯერ