ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. გზის რეაბილიტაცია დასრულდა მრევლიშვილის ქუჩა N17-ში დევნილთა დასახლების მიმდებარედ.
პროექტის ფარგლებში, 88 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, დასახლების ეზოში არსებული მოძველებული ქსელები შეიცვალა და ასფალტის საფარი 3 000-მდე კვ.მ ფართობზე დაიგო.
ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 130 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
კომენტარები