კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 749 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა – 41, იმერეთი – 122, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 29, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 365 068 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 351 144, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი.
კომენტარები