ქართველი დიზაინერი და მოდელი ნეკა დოროყაშვილი ინსტაგრამიდან სასიამოვნო სიახლეს გვაცნობს. ნეკა სთორიში წერს, რომ პრესტიჟულ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი.
მოდელმა კონტრაქტის სქრინებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ მისი ინსტაგრამიც დაამატა ელიტარული მოდელების სიაში. კონტრაქტში კომპანიის სახელწოდება დაბლარულია, თუმცა იკითხება, რომ მისი სათაო ოფისი ფლორიდაში მდებარეობს.
ნეკა განმარტავს, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერით, ის თანხმდება, რომ ამ კომპანიის პროდუქტს გაარეკლამებს და მათი ინსტაგრამისთვის კრეატიულ მასალას შექმნის. მის ნამუშევარს კი კომპანია საკუთარ გამომწერებს გაუზიარებს, რომელთა რიცხვი 100 მილიონზე მეტია.
მოდელის თქმით, ის პირველია საქართველოდან, რომელმაც მსგავს კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.
“ძალიან ვამაყობ, რომ მე ამირჩიეს. ბოლომდე ვიშრომებ რომ საუკეთესო შედეგი დავდო და ჩვენს შეთანხმებას კიდევ უფრო განვავითარებ”, — წერს ნეკა დოროყაშვილი.