თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს.
“ამას ასწავლეთ ვინმემ საქართველოს კანონმდებლობა და აუხსენით, რომ ქუჩაში გავლის უფლებას ხელისუფლება არ იძლევა, ჩვენდათავად გვაქვს ეგ უფლება – თანდაყოლილია.
სიაბანდზე ნუ იბრიქება” – წერს ჩერგოლეიშვილი.
მამუკა ხაზარაძემ გუშინ თბილისში დაგეგმილ პრაიდთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.
“გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებას, თუ ასეთი პრინციპული ხარ”. – მიმართავს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ქართულ ოცნებას პრაიდის კვირეულზე საუბრისას.
ხაზარაძე განმარტავს, რომ “კეკლუცობაა”, როდესაც ქართული ოცნება თბილისი პრაიდს რუსთაველზე ღირსების მარშის ჩატარების უფლებას აძლევს, შემდეგ კი ეუბნება – “იცი რა, მოდი, ნუ ჩაატარებ”.
“სანამ ასეთი კეკლუცობა არ იქნება აღკვეთილი, რაც ჩვენ კობახიძისა და კალაძის განცხადებით მოვისმინეთ, იმ ადამიანებისგან, ვინც არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში კანონი არასდროს არ იკანონებს. კეკლუცობა არის ის, რომ პრაიდის ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ. ახლა ერთი ხელით აძლევდე ნებართვას და ეუბნებოდე, რომ რუსთაველზე ჩაატარე და მეორე ხელით ამბობს, რომ იცი რა, მოდი ნუ ჩაატარებ, ეს არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებას, თუ ასეთი პრინციპული ხარ.
ახლა ემოციებზე მუშაობა, რომ კანონს არ ვარღვევ, მომმართეს და გინდა თუ არა, რუსთაველზე უნდა ჩავატარებინო და მერე ამას მოაყოლებ, რომ იცი, თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოჰყვება და რაღაც მიზეზის გამო ვერ იცავ – პოლიცია ვერ იცავს, კანონს ვერ იცავ, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი შედეგებზე, როგორც ხელისუფალი. შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც, შეიძლება, დამაზიანებელი იყოს. საპატრიარქომ განაცხადა, რომ ისინი ხედავენ რისკს, რომ შეიძლება დამთავრდეს ცუდად ჩვენი სტაბილურობისთვის, სიმშვიდისთვის. საპატრიარქო ხედავს პრობლემას, კალაძე ამბობს, რომ მე მივეცი ნებართვა, მე მგონი, ქალაქი გასცემს ამ ნებართვას, მაგრამ, მოდი, ნუ ჩაატარებ – დალოცვილო, თუ პრობლემას ხედავ, თან ეუბნები არ ჩაატაროო და თან ნებართვას იძლევი, ეს ორმაგი სტანდარტი ხომ უნდა დამთავრდეს?” – განაცხადა ხაზარაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში.